დადგენილება N108/332-24/1

. თბილისი                                                                                                                                    07 მაისი, 2024 წელი

დადგენილება N108/332-24/1

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ სახელით საარბიტრაჟო

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ

შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის არბიტრი“ თამთა თინაშვილი

საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს “ტექნო კრედიტ პლიუსი“  (ს/კ 405307332);

                                                წარმომადგენელი – ბაკურ კვარაცხელია

საარბიტრაჟო მოპასუხე: აინურ მეხტიევი (პ/ნ 12801104323)

დავის საგანი: თანხის დაკისრება

მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი  და

გამოვარკვიე:

2024 წლის 04 მარტს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ (ს/კ 405307332) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ აინურ მეხტიევის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 18  აპრილს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:

  1. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 1163.58 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: ძირი –  900.00 ლარი, პროცენტი – 78.34 ლარი, ჯარიმა – 185.24 ლარი.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2024 წლის 04 მარტს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2.43 ლარის გადახდა.
  3. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2024 წლის 04 მარტს გადაწყვეტილების აღსრულებამდე,  ყოველდღიურად, ვადაგადაცილების პროცენტის სახით დაეკისროს 0.94 ლარის გადახდა.
  4. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ერთხელ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, უკუგზავნილზე განხორციელებული ჩანაწერის მიხედვით, ადრესატის მისამართი არასრული/გაურკვეველი/არასწორია.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად: შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ. ამავე მუხლის 6.1 პუნქტის 6.1.1, 6.1.2 და 6.1.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;

საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;

შეტყობინების გაგზავნის დროს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).

განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.GAT.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.

საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N108/332-24 საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ 2024 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’ დებულების მე-6 მუხლით და

:

  1. საქმეზე N108/332-24 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის აინურ მეხტიევის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის  მეშვეობით.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს ეცნობოს, რომ საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N108/332-24 შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე აინურ მეხტიევის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 1163.58 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: ძირი –  900.00 ლარი, პროცენტი – 78.34 ლარი, ჯარიმა – 185.24 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2024 წლის 04 მარტს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2.43 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2024 წლის 04 მარტს გადაწყვეტილების აღსრულებამდე,  ყოველდღიურად, ვადაგადაცილების პროცენტის სახით დაეკისროს 0.94 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს (პ/ნ 12801104323) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
  5. სარბიტრაჟო მოპასუხე აინურ მეხტიევს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების საარბიტრაჟო სასამათლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებ გვერდზე WWW.GAT.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
  6. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებგვერდზე WWW.GAT.GE