ქ. თბილისი 24 ივლისი, 2023 წელი
დადგენილება N004/077-23
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციის თარიღი: 19.05.2023 წელი
მოსარჩელე: შპს “მულტი კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 404570077);
წარმომადგენელი – ბაკურ კვარაცხელია (პ/ნ 51001028773)
მოპასუხე: ნათია საბანაძე (პ/ნ 01022000675)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.
საარბიტრაჟო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოპასუხე ნათია საბანაძისადმი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების საკითხი და
გამოარკვია:
2023 წლის 19 მაისს შპს „მულტი კრედიტ პლიუსმა’’ (ს/კ 404570077) საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ქართულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს“ ნათია საბანაძის (პ/ნ 01022000675) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საქმის მომზადების მიზნით, საარბიტრაჟო გზავნილი სარჩელთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისთვის ჩასაბარებლად. მოსარჩელის მიერ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების მე-6 მუხლის თანახმად გაიგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია მოპასუხის მისთვის ცნობილ მისამართზე. 2023 წლის 27 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების თაობაზე.
შუამდგომლობით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებულ N53105 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ მოპასუხის მისამართზე (ქ. თბილისი, მუხრანის ქ. N38) სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია გაიგზავნა ორჯერ ,,საქართველოს ფოსტის’’ მეშვეობით: 2023 წლის 07 ივნისს და 2023 წლის 20 ივნისს, მაგრამ მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კერძოდ, როგორც აღნიშნულ უკუგზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, გზავნილის ჩაბარება წარუმატებელია, კურიერმა დატოვა შეტყობინება ადრესატის კარზე.
,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად თუ ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მხარეებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად: შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ. ამავე მუხლის 6.1 პუნქტის 6.1.1, 6.1.2 და 6.1.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
- არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
- საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
- შეტყობინების გაგზავნის დროს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:
- თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.GAT.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
- საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას: მოპასუხე ნათია საბანაძეს ვერ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ (არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები), არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება შეტყობინების (სარჩელისა და თანდართული მასალების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, შეტყობინების ვებ-გვერდზე განთავსების გზით.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმეზე N004/077-23 შპს „მულტი კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ნათია საბანაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ნათია საბანაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N004/077-23 შპს „მულტი კრედიტ პლიუსის’’ სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ნათია საბანაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ;
3. საარბიტრაჟო მოპასუხე ნათია საბანაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის შესაბამისად 10 (ათი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს’’ მდებარე: ქ. დიდუბის რაიონი, მასივი დიღომი, კვარტალი I, კორპუსი 9, სართული 5, ბინა N30 . მობ: +9(95) 571 013 475;
4. სარბიტრაჟო მოპასუხე ნათია საბანაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ ვებ გვერდზე WWW.GAT.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
5. სარბიტრაჟო მოპასუხე ნათია საბანაძეს განემარტოს რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების 23-ე მუხლის 23.1 პუნქტისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ ვებგვერდზე WWW.GAT.GE