ქ. თბილისი 15 თებერვალი, 2024 წელი
დადგენილება N053/332-23/1
მმუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ სახელით საარბიტრაჟო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის არბიტრი“ თამთა თინაშვილი
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს “ტექნო კრედიტ პლიუსი“ (ს/კ 405307332);
წარმომადგენელი – ბაკურ კვარაცხელია (პ/ნ 51001028773)
საარბიტრაჟო მოპასუხე: ნოდარი დავითური (პ/ნ 08001034858)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გამოვარკვიე:
2023 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ (ს/კ 405307332) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ქართული საარბიტრაჟო ნოდარი დავითურის (პ/ნ 08001034858) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 10 იანვარს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:
- საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 1 008.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 771.57 ლარი, პროცენტი – 69.02 ლარი, ჯარიმა – 167.68 ლარი.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2023 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2.08 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2023 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, ვადაგადაცილების პროცენტის სახით დაეკისროს 0.80 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხე ნოდარ დავითურს გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, საქმეში არსებული მისამართები არასრული/გაურკვეველი/არასწორია.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად: შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ. ამავე მუხლის 6.1 პუნქტის 6.1.1, 6.1.2 და 6.1.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
შეტყობინების გაგზავნის დროს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:
თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.GAT.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარ დავითურს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზე N053/332-23 საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ 2024 წლის10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’ დებულების მე-6 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- საქმეზე N053/332-23 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ნოდარ დავითურის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
- საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარ დავითურს ეცნობოს, რომ საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზე N053/332-23 შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე ნოდარ დავითურის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს 1 008.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 771.57 ლარი, პროცენტი – 69.02ლარი, ჯარიმა – 167.68 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2023 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2.08 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ, 2023 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, ვადაგადაცილების პროცენტის სახით დაეკისროს 0.80 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარი დავითურს (პ/ნ 08001034858) შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
- სარბიტრაჟო მოპასუხე ნოდარ დავითურს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების საარბიტრაჟო სასამათლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებ გვერდზე WWW.GAT.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
- წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებგვერდზე WWW.GAT.GE.