დადგენილებაN1066/332-25/1

. თბილისი                                                                                                                                03 ივნისი, 2026 წელი

დადგენილებაN1066/332-25/1

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ სახელით საარბიტრაჟო

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ

შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ არბიტრი თამთა თინაშვილი

საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს “ტექნო კრედიტ პლიუსი“  (ს/კ 405307332);

                                                წარმომადგენელი – ანი ზანდუკელი

საარბიტრაჟო მოპასუხე: გივი ქავთარაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

მოთხოვნის საფუძველი: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმა.

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა თამთა თინაშვილმა განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი  და

გამოვარკვიე:

2026 წლის 23 დეკემბერს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ (ს/კ 405307332) წარმომადგენელმა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ გივი ქავთარაძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2026 წლის 22 აპრილს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც:

  1. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სასარგებლოდ, N224106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 1606.72 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: სესხის ძირი თანხა – 1600.00 ლარი, პროცენტი – 6.72 ლარი.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სასარგებლოდ, N224120 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 702.94 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: სესხის ძირი თანხა – 700.00 ლარი, პროცენტი – 2.94 ლარი.
  3. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ერთხელ, მაგრამ ვერ ჩაბარდა, უკუგზავნილზე განხორციელებული ჩანაწერების მიხედვით, ადრესატი არ იმყოფებოდა საქმეში არსებულ მისამართზე, მობილურზე დაკავშირება ვერ მოხერხდა.   

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ დებულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგანს) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად: შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ. ამავე მუხლის 6.1 პუნქტის 6.1.1, 6.1.2 და 6.1.3 ქვეპუნქტის თანახმად: ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;

საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;

შეტყობინების გაგზავნის დროს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).

განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

განსახილველ ნორმას შეესაბამება არბიტრაჟის დებულების მე-6 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.GAT.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.

საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევას, საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმეზეN1066/332-25 საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ 2026 წლის 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა’’ იხელმძღვანელა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71 (3), 78-ე, 184-ე, საარბიტრაჟო სასამართლო ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’ დებულების მე-6 მუხლით და

:

  1. საქმეზეN1066/332-25 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსის’’ საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის გივი ქავთარაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის  მეშვეობით.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს ეცნობოს, რომ საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ მიერ საარბიტრაჟო საქმეზეN1066/332-25შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სარჩელი მოპასუხე გივი ქავთარაძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2026 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სასარგებლოდ, N224106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 1606.72 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: სესხის ძირი თანხა – 1600.00 ლარი, პროცენტი – 6.72 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ სასარგებლოდ, N224120 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 702.94 ლარის გადახდა, რომელიც შედგება შემდეგი თანხებისგან: სესხის ძირი თანხა – 700.00 ლარი, პროცენტი – 2.94 ლარი. საარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს შპს „ტექნო კრედიტ პლიუსის“ (ს/კ 405307332) სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 90.00 ლარის გადახდა.
  3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
  4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
  5. სარბიტრაჟო მოპასუხე გივი ქავთარაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების საარბიტრაჟო სასამათლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებ გვერდზე WWW.GAT.GE განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
  6. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს საარბიტრაჟო სასამართლო შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ ვებგვერდზე WWW.GAT.GE.